- სავალდებულო დოკუმენტი
- ხშირად ხელშეკრულებას, კონვენციას, ან პაქტს უწოდებენ წარმოადგენს სახელმწიფოების მზადყოფნას განახორციელონ უფლებები ნაციონალურ დონეზე. სახელმწიფოებმა უნდა გამოხატონ ინდივიდუალური მზადყოფნა და ეს შეიძლება გაკეთდეს ხელშეკრულების რატიფიცირების ან მასთან მიერთების გზით. (დოკუმენტზე უბრალოდ ხელის მოწერა არ ხდის მას სავალდებულოს.) სახელმწიფოებს ზოგადად უფლება აქვთ თავი შეიკავონ ან გააკეთონ დოკუმენტის ზოგიერთი დებულებისგან განთავისუფლების შესახებ დათქმა. ამ პრაქტიკის მიზანია რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ მოაწეროს დოკუმენტს ხელი. ბოლოს და ბოლოს ჯობია სახელმწიფო პირობას დებდეს, რომ დაიცავს ადამიანის ზოგიერთ უფლებას ვიდრე არც ერთს! თუმცა ეს მექანიზმი ხანდახან შეიძლება დაირღვეს და გამოყენებულ იქნას როგორც ადამიანის ძირითადი უფლებებზე უარის თქმის საფუძველი და მისცეს სახელმწიფოს საშუალება გაექცეს საერთაშორისო მეთვალყურეობას ზოგიერთ სფეროში.Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
Georgian encyclopedia. 2013.